lauantai 11. elokuuta 2007

„დიდგორის“ პასუხი გაზეთ „ასავალ-დასავალს“

ჩვენ ვთხოვეთ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს, რათა გამოექვეყნებინა ჩვენი პასუხი, მისი ჟურნალისტის ცილისმწამებლური ღვთისმგმობელობის პასუხად, ხოლო მან, „დემოკრატმა“ პასუხი მოგვცა, თავისი ერეტიკოსი ჟურნალისტის გიორგი მამაცაშვილის ღვთისმგმობელი პასუხით, რაზეც, პასუხს ვცემთ, კიდევ ერთხელ, შემდეგი წმიდა ღვთაებრივი განჩინებით:

„ყოველი, რომელი არ იქმს სიმართლეს, არ არის ღმრთისაგან, ამით შეიცნობიან შვილნი ღვთისანი და შვილნი ეშმაკისანი“ (I იოანე 3, 10)

ფრთხილად, ლაშა ნადარეიშვილო, და უფლის ჭეშმარიტების მოწინააღმდეგო, ყველა ქართველო, არ აღასრულოთ, უფლის შურისძიების შემდეგი სიტყვები თქვენზე: „თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ჩემს მცნებებს, თუ არად ჩააგდებთ ჩემს სამართალს და დამირღვევთ აღთქმას, მოგივლენთ შიშის ზარს, ჭლექსა და ცხროებას თვალის დამავსებელს და სულის შემაღონებელს. ფუჭი იქნება თქვენი დათესილი, რადგან მტრები შეგიჭამენ. პირს ვიზამ თქვენგან და დაუმარცხდებით თქვენს მტრებს. მეც წამოვალ თქვენს წინააღმდეგ და შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის“(ბიბლია)

ლინკი: პასუხი „ასავალ-დასავალს“

მღვდელი გიორგი სხილაძე

ამონარიდები მღვდ. გ. სხილაძის ქადაგებებიდან: ნარკვევიდან ,,საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა ,,გარდაქმნიდან“ ,,გარდაქმნამდე“ (1985-2003წწ..), პარიზი, 2004წ.:

„დაბოლოს, ვერა და ვერ ვუვლით გვერდს საკითხს, რომელიც როგორც შემოდგომის სიო, სულში ცრემლთა ტბას გვიმღვრევს და სიყვარულის, თანაგრძნობისა და სიბრალულის ნარევის განცდით, ერთდროულად ორივე მცნების აღსასრულებლად აღგვძრავს: ,,არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა“ და ,,ნუ თანა-ეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა, არამედ უფროისღა ამხილებდითცა!“. მოვიყვანთ ნაწყვეტს ერთი საუბრიდან: ,,50-იანი წლები იდგა. თეატრალური ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი გახლდით. იმხანად ძალიან გამიტაცა რელიგიამ. გადავწყვიტე, თეატრალური დამეტოვებინა და სასულიერო სემინარიაში წავსულიყავი. მაშინ ასეთი სასწავლებელი მხოლოდ სვეტიცხოველში იყო (...). აგვისტოში იწყებოდა მისაღები გამოცდები. მიმღებ კომისიაში სულ მამები ისხდნენ, მხოლოდ ერთი იყო სამოქალაქო ფორმით. მეცნო, ისიც დაჟინებით მიყურებდა. მიღება თითქმის მთავრდებოდა, მე კი არ მიძახებდნენ. მერე ის კაცი მოვიდა ჩემთან და მკითხა _ შენ თეატრალურიდან არა ხარ? მე „კაგებე-დან“* ვარ. იცი, აქ რატომ ვარ, ნუგზარ? თუ ვინმე მოაზროვნე და ჭკვიანი კაცი მოვა, არ უნდა მივაღებინო სემინარიაშიო“ (ნ. ჯუღელი, ,,კვირ. პალიტრა“, 28. 04. 03; იგივე დაადასტურა მან ჩვენთან პირად საუბარში). ამასთან მიმართებაში სიტყვასიტყვით მოგვყავს 1995წ. შემდგარი საქ. საეკლესიო კრების ხმოვანი ჩანაწერიდან პატრიარქ ილია მეორეს გამოსვლის ნაწყვეტი: ,,მე მინდა შევეხო ერთ, ძალიან მტკივნეულ საკითხს, რომელსაც, ასევე, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა მიაქციოს ყურადღება. გუშინ**, მსჯელობის დროს, კამა... კამათ... კი არა, მსჯელობის დროს ითქვა***, რომ არის შემთხვევები, როცა პრესაში იბეჭდება ამა თუ იმ პირზე, ამა თუ იმ ადამიანებზე იმის შესახებ, თითქოს ეს პირი იყო თანამშრომელი უშიშროებისა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა კავშირის ხელისუფლება არის უნიკალური ხელისუფლება; იყო, მადლობა ღმერთს, რომ იყო და აღარ არის. და თქვენ კარგად იცით, რომ ყოველ ადამიანზე, რომელსაც ოდნავ მაინც რაღაც თანამდებობის... თანამდებობა ეკავა, აუცილებლად შედგენილი იყო პირადი საქმე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ პიროვნებას, ასევე, არქმევდნენ ,,ფსევდონიმს“. იყო შემთხვევა, როცა უკავშირდებოდნენ იმას და ეუბნებოდნენ, რომ აი, შენზე გვაქვს ჩვენ ეს პირადი საქმე; იყო შემთხვევა, როცა ამას არც კი ეუბნებოდნენ და თითქმის ყველა თანამდებობის პირზე, განსაკუთრებით ჩვენს მეცნიერებზე, სახელმწიფო პირებზე, სასულიერო პირებზე იყო შედგენილი ასეთი პირადი საქმე...“ (დასკვნის გამოტანა გონიერი მკითხველისთვის მიგვინდია).
  1. ლინკი: http://www.mamuli.net/didgori/bpg/publication_view.asp?iabspos=1&vjob=vdocid,11550

  2. ლინკი: http://www.mamuli.net/didgori/bpg/publication_view.asp?iabspos=1&vjob=vdocid,11471

ბატონ ბესარიონ გუგუშვილის განცხადება

ვებ საით „დიდგორის“ სარედაქციო გუნდსა და გამომცემელს ბატონ იოსებ ღუდუშაურს

ვსარგებლობ მამული.ნეტ აგლომერაციის ადმინისტრატორის უფლებით - მინდა მოგაწოდოთ ჩემი აზრი ზოგიერთ ბოლოდროინდელ მოვლენაზე.

ბატონებო და ქალბატონებო, თქვენი ვებ საითის „დიდგორის“ სპეციფიური სარეკლამო კამპანია გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე, რისთვისაც საგანგებოდ გვყავდა „ანგაჟირებული“ ამ გაზეთი ერთ-ერთი სკანდალური მიმართულების დამწყები ჟურნალისტი - წამატებით მიმდინარეობს. უკვე მეორე ნომერია ზედიზედ ეს არსებითწილად ბულვარული, მაგრამ საკმაოდ პოპულარული გაზეთი აქვეყნებს საით „დიდგორზე“ სკანდალურ, ვითომც მამხილებელ და ვითომც განმაქიქებელ სატატიებს.
ასეთი დიდი და „ექსკლუზიური“ ყურადღება ამ გაზეთის ფურცლებზე ჯერ არც ერთ ქართულ ვებ საითს არ მიუპყრია - რაც თავის თავად არსებითი, მნიშვნელოვანი და მრავლისმეტყველია ...

ამრიგად - მთავარი მიზანი მიღწეულია! „ასვალ-დასავალის“ ათასობით მკითხველი ამ სტატიებით შეიტყობს, რომ მსოფლიო ვებში არსებობს ვებ საითი, რომელშიც თავმოყრილი და სისტემატიზებულია დიდძალი ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალა, მოწოდებული დაიცვას ზოგადად მართლმადიდებლური და კერძოდ ქართული მართმადიდებელი ეკლესია სხვადასხვა სახის გლობალისტური ზეგავლენისაგან.

რაც შეეხება თქვენს ვებ საითზე წარმოდგენილი მასალის შეფასებას - შემფასებელი და შეფასება იმდენი იქნება, რამდენიც მკითხველია. ზოგს მოეწონება და გულში ჩაწვდება, ზოგს - არ მოეწონება და აღაშფოთებს... ზოგიც ალბათ გულგრილი დარჩება...

გაზეთ „ასავალ-დასავალში“ საით „დიდგორზე“ გამოქვეყნებული ორი სტატიის გაცნობის შემდეგ საკმაოდ დეტალურად გავეცანი თქვენი საითის შინაარსსა და მასში გამოქვეყნებულ სტატიებსა და ფაქტობრივ მასალას და უნდა გითხრათ, რომ უნიკალური, დიდი და ფრიად საჭირო სამუშაო შეგისრულებიათ...

წარმატებების სურვილით,ბესარიონ გუგუშვილი2007 წლის 10 აგვისტო

„დიდგორის“ მთავარი საითის მისამართია:
http://www.mamuli.net/didgori