sunnuntai 9. syyskuuta 2007

ინტერვიუ მღვდელ ზურაბ აროშვილთან

კითხვა: ძვირფასო მამაო ზურაბ, გთხოვთ, წარუდგინოთ თქვენი თავი „დიდგორის“ მკითხველს, როდის მოხდა თქვენი განდგომა საქართველოს საპატრიარქოდან, და დაახასიათოთ ის ზოგადი ვითარება, რატომ და რის გამო განუდექით საქართველოს საპატრიარქოს? ასევე გთხოვთ, წარმოადგინოთ, ის მღვდელმთავარი, ვის იურისდიაქციაშიც იმყოფებით თქვენ დღეს; განგვიმარტეთ თუ შეიძლება, სჯულის რა კანონის საფუძველზე მოხდა თქვენი განდგომა საქართველოს პატრიარქ ილია მეორესგან და ასევე რა საეკლესიო კანონის საფუძველზე შეხვედით სხვა მღვდელმთავრის დაქვემდებარებაში?

პასუხი: 1997 წელს საქართველოს ბერ-მონაზვნობის ერთმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება ეკუმენისტური მწვალებლობის გამო გაეწყვიტა ევქარისტიული კავშირი პატრიარქ ილია II-სთან. ეს მონასტრები იყო: შიო-მღვიმის, ბეთანიის, დავით-გარეჯის, ზარზმის და ქვათახევის; მათ შეუერთდა საერო პირთა ერთი ნაწილი, მათ შორის ჩვენც - მე და ჩემი ძმა (ამჟამად მღვ. გელასი აროშვილი).
საუბრები, კამათები და ხშირად მწვავე დაპირისპირებები ამ თემაზე დაიწყო დიდი ხნის წინ. დაახლოებით 80-იანი წლების შუა პერიოდში. ამ მოძრაობის კერა ბეთანიის მონასტერი იყო, სადაც იმ პერიოდში მ. იოანე (შეყლაშვილი) და მ. ლაზარე (აბაშიძე) მოღვაწეობდენ. დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც 1983 წელს ილია II-ემ სიონში აზიარა იეზუიტი მღვდლები, რასაც მოჰყვა მ. იოანეს მხრიდან მხილება, ხოლო მხილების შემდგომ დაიწყო უკვე დაპირისპირება ჩვენი სარწმუნებისათვის ფრიად მნიშვნელოვან საღვთისმეტყველო საკითხთან დაკავშირებით. ამ საკითხს, მოძღვრებას თუ იდეოლოგიას (როგორც ჩვენ გვინდა, ისე შეგვიძლია ვუწოდოთ) ჰქვია – ეკუმენიზმი!

1983 წლის მოვლენებს დაერთო 1986 წელს საქართველოს ეკლესიის ოფიც. დელეგაციის ჩასვლა რომში – მიტრ. კონსტანტინესი და მღვდელი დავით დათუაშვილისა ქალაქ ასიზში გამართული პან-ეკუმენისტურ ლოცვაზე, სადაც ყველა რელიგიისა და სატანისტების წარმომადგენლებიც კი ღებულობდნენ მონაწილეობას და კურთხევაც მიიღეს პაპისგან და ამის ნიშნად ხელზე ეამბორენ მას. შემდგომ 1988 წელს ილია II- მ იმოგზაურა სამცხე-ჯავახეთში, სადაც მრავალი კათოლიკედ წოდებული და მონოფიზიტი აზიარა და იქადაგა შემდეგი: „სოფელ ვალეში კათოლიკური ეკლესიაც მოილოცა ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელმა. მან თავის სიტყვაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სრული ურთიერთგაგების მნიშვნელობას მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეებს შორის: „ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. გვწამს ერთი მამა, ძე და სული წმიდა. თქვენში არ უნდა იყოს განყოფა. როცა ლოცვა აქ არის, აქ უნდა იყოთ, როცა იქ, მართლმორწმუნე ეკლესიაში, იქ უნდა იყოთ და ილოცოთ... ალბათ იცით, რომ საქართველოში კათოლიკე მღვდლები კარგა ხანია აღარ არიან. მათი მომზადება რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ხდება და მთელ რიგ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... თქვენს მხარეში ხშირად კამათობენ, რომ მე კათოლიკე ვარ, შენ მართლმადიდებელი და ამიტომ სხვანი ვართო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და გვწამს სამება – მამა, ძე და სული წმიდა. და თუ მაინც მოხდა რომსა და ბიზანტიას შორის განხეთქილება XI საუკუნეში, ეს უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა დოგმატურ-ღვთისმეტყველურს, თანაც ამ განხეთქილების მიუხედავად არ მომხდარა განხეთქილება რომსა და საქართველოს შორის... საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა“ (ქადაგება მესხეთ-ჯავახეთში. „ჯვარი ვაზისა“, 1988, #4, გვ.22-42).

იხ. სრული ინტერვიუ: http://www.mamuli.net/didgori/bpg/publication_view.asp?iabspos=1&vjob=vdocid,11543

lauantai 8. syyskuuta 2007

გლდანის ეკლესიის სატანური დარბევა

მოგმართავთ გლდანის მართლმადიდებელი ეპარქიის მრავალტანჯული მრევლის სახელით დარბეული ეკლესიიდან და იმას, რა უბედურებაც ჩვენს ეპარქიაში 2004 წლის 12 მარტს, გამთენიისას დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ალბათ კაცობრიობის ისტორიაში პრეცენდენტი არ გააჩნია. ალყა შემოარტყეს ეკლესიას, ფარებითა და ჩაფხუტებით აღჭურვილი ჟანდარმერიის ჯარებით და კბილებამდე შეიარაღებული შავნიღბიანი სპეც. დანიშნულების ბატალიონებით; გამოიყენეს იარაღის ფართო არსენალი, ცეცხლსასროლი იარაღი, ცივი იარაღი, ხელკეტები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, მძიმე ტექნიკა - სამხედრო მანქანები. ამ მანქანებით გადმოთელეს ტაძრის ღობეები და პირდაპირ მრევლზე გამოეშურნენ გადასათელად, მათ უკან ფარებითა და ჩაფხუტებით გამოჰყვნენ ჯარისკაცთა რიგები. ასევე ტაძრის სხვადასხვა კუთხიდან შემოიჭრნენ შავნიღბოსანთა ბატალიონები. დაიწყო მრევლის სასტიკი დარბევა. ისინი თავიანთ გზაზე არ ინდობდნენ არავის. არც ქალებს, არც ბავშვებს, არც მოხუცებს, მაგრამ მამაცმა ქრისტიანმა, დიდებულმა კრებულმა, სამჯერ თავგანწირვით მოიგერია მტარვალთა შემოტევა, მაგრამ კბილებამდე შეიარაღებულ ჯარებთან ვერას გახდა.

მართლმადიდებელმა მრევლმა ტაძრის კარებისაკენ დაიხია და მკერდი მიუშვირეს სიკვდილს უფლისათვის და მისთვის თავდადებულ მოძღვართათვის, რომელთაგან მამა ბასილი და მამა გაბრიელი ტაძარში იყვნენ ჩაკეტილნი, ხოლო მამა არჩილი მრევლთან ერთად ტაძრის ცენტრალურ კარებს იცავდა. ტაძრის კარებთან სიკვდილის პირამდე სცემეს ხალხი. მიაყენეს სამხედრო მანქანები და მათით დაიწყეს წმიდა ეკლესიის შენგრევა. ასევე გამოიყენეს შესადუღებელი აპარატი და მისით ცდილობდნენ ცენტრალური კარების გაჭრას. ბოლოს, როგორც იქნა მძიმე ტექნიკით შეანგრიეს ტაძრის გვერდითი კარები. ჟანდარმერიის ჯარები ამ დროს მთლიანად განლაგდა ეკლესიის ეზოში, ხოლო შავნიღბოსანთა ბატალიონი შეიჭრა ტაძარში. მიმდინარეობდა ხალხის არნახული რბევა.

მამა ბასილი ეკლესიაში შეჭრილ ეშმაკთა ლეგიონს ამბიონზე მთავარანგელოზ მიქაელის ხატით გულში ჩახუტებული დახვდა. ნიღბოსნებმა იგი ცემით დაბლა დასცეს და წიხლებით გაათრიეს გარეთ, შემდეგ კი ცემითვე მანქანაში შეიყვანეს და გაიტაცეს. ასევე მამა გაბრიელი, რომელიც წმიდა საკურთხეველში ტრაპეზთან იდგა და ლოცულობდა, ცემით წააქციეს და ისიც პატიმრობაში აიყვანეს. საჯარისო ნაწილებით ეკლესიის შტურმით აღების ოპერაციას ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე, გენ. პროკურორთან და უშიშროების მინისტრთან ერთად. ისინი მოქმედებდნენ საქართველოს დღევანდელი ჯალათი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უშუალო მითითებით და მეთვალყურეობით. უსჯულო ჟანდარმერიის ნაწილებმა დარბეული და იავარქმნილი ეკლესია მართლმადიდებელ ქრისტიანთა მწარე გოდების, ტროპართა და საუფლო ლოცვის „მამაო ჩვენო“-ს ცადაწვდენილი მწუხარე ღაღადების ფონზე დატოვეს. ამჟამად, მამა ბასილი ორთაჭალის ციხეში, მე-5 იზოლატორში იმყოფება, ხოლო მამა გაბრიელი და მრევლის ცხრა წარმომადგენელი, მამა ბასილის თავგანწირულად დამცველი მამაკაცები პოლიციის მთავარ სამმართველოში ჰყავთ მიყვანილი. მთელმა საქართველომ ბოლო დღეებში დიდი სასწაულის შესახებ შეიტყო. გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისშობლის ეკლესიაში წმიდა ხატთა დიდი დღესასწაულის დღეს - მართლმადიდებლობის ზეიმზე ანალოგიაზე დაშვენებულ მაცხოვრის ხატს მთელი ლითურგიის განმავლობაში თვალთაგან სდიოდა ცრემლები, ისე რომ დაბლა დადებული თასი ივსებოდა სურნელოვანი ღვთაებრივი სითხით. აი, თურმე რატომ ტიროდა მაცხოვარი. რამდენიმე დღეში შემზარავი დანაშაული უნდა განხორციელებულიყო და ეს უნდა ჩაედინა ანტიმიქაელად საქართველოში მოვლენილ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მალე ღვთის ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი ცოდვის გამო უმკაცრესად დაისჯება ღმერთისაგან. დღეიდან იწყება გლდანის მართლმადიდებელი ეპარქიის მრევლის სრული მობილიზება და წმიდა აღთქმის ბოლომდე აღსრულება - „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“.

ლინკი: იხილეთ ჯალალედინის მემკვიდრეების მხეცობის ამსახველი ვიდეო-რგოლები „დიდგორის“ ვიდეო-პორტალზე

perjantai 7. syyskuuta 2007

ინტერვიუ მამა იაკობთან (სამაკაშვილი)

კითხვა: ძვირფასო მამა იაკობ, გთხოვთ, დაასახელოთ ის საეკლესიო იურისდიქცია, სადაც ამჟამად იმყოფებით მღვდელმსახურად; ასევე, თუ შეიძლება, განუმარტეთ „დიდგორის“ მკითხველს, როდის განუდექით საქართველოს საპატრიარქოს და რა კანონიკური მიზეზით დატოვეთ მისი იურისდიქცია?

პასუხი: 2005 წლის ნოემბრიდან გადავედი საზღვარგარეთის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში (მიტროპოლიტ ვიტალის იურისდიქცია). ამჟამად, შეძლებისდაგავარად, ვემსახურები ყველა იმ მორწმუნე მრევლს, განურჩევლად ეროვნებისა, რომლიც საჭიროებს კანონიერ მღვდელმსახურს. საქართველოს საპატრიარქოს არც განვდგომილვარ და არც ვაპირებ განდგომას ღვთის შეწევნით. მე განვუდექი საქართველოს საპატრიარქოს მმართველი მამათმავლების, ერეტიკოსების, მორწმუნე ხალხის სულიერი და ფიზიკური მკვლელების ბრიგადას და ამავე მიზეზით დავტოვე მათი ეკლესია.


კითხვა: ხშირად ამტკიცებენ ქრისტიანები, რომ ერის ხალხს უფლება არა აქვს, ამხილოს ერესში პატრიარქი, მიტროპოლიტი, ეპისკოპოსი და მღვდლები; რომ ღმერთი განსჯის მათ ცოდვებს და ჩვენ მაინც უნდა ვიყოთ მორჩილებაში და დავხუჭოთ თვალი მათ ყველა ცოდვებზე. გთხოვთ, განგვიმარტოთ, არის თუ არა ღვთის კანონმდებლობის თანახმად სწორი ასეთი მიდგომა?

პასუხი: ყოველი შვილი ეკლესიისა – მწყემსიც და არა მწყემსიც – ვალდებულია დაიცვას სარწმუნოება და მიაღწიოს სიწმიდეს, ორგზისი კრების 15 კანონი პირდაპირ ავალდებულებს ამას ეკლესიის ყველა წევრს; წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილიც ამას ასწავლის მრევლს: „თუ შენი ეპისკოპოსი ისეთ რაიმეს ქადაგებს, რაც კანონების ზღვარს სცილდება, ცხვრის ქურქში გადაცმულ მგლად იგულე, რამეთუ იგი სულების დაღუპვას ცდილობს“. ქრისტიანები, როცა ამტკიცებენ, რომ ერეტიკოსი პატრიარქის, მიტროპოლიტის, ეპისკოპოსის ან სამღვდელოების მხილება არ შეიძლება, ეს ან არცოდნის ბრალია ან თვითონ არიან ერეტიკოსები და განგებ ლაპარაკობენ ასე; შეიძლება, ვერ არჩევენ ერთმანეთში განკითხვასა და მხილებას: განკითხვა ცოდვა არის, მხილება კი მხილებულის სიყვარულს ნიშნავს და მადლის ქმნაა იმიტომ, რომ გეცოდება ის კაცი და გიყვარს, ვინც ცოდავს; ისინიც გიყვარს და გეცოდება, ვისაც ის მცოდველი უბიძგებს და ითრევს ცოდვებში. ჩვენ, ვინც შვილებს ვზრდით, ზოგჯერ მათი ცუდი საქციელისათვის, ცუდი სიტყვა-პასუხისათვის ხომ ვამხელთ, შენიშვნებს ვაძლევთ, ზოგჯერ გავწკეპლავთ კიდეც, მაგრამ ამას ხომ სიძულვილით არ ვაკეთებთ, არამედ სიყვარულისათვის, იმისათვის, რომ კარგები გაიზარდონ, ღვთისა და ადამიანის მოყვარენი. მოციქული პავლე ასე გვავალებს ცოდვაში მყოფთა მხილებას: „იქადაგე სიტყვა...…ამხილე, შერისხე და შეაგონე...“ (II ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ: 4, 2).

იუდა, სანამ ქრისტეს ერთგული იყო, ღვთის მადლით სასწაულებს ახდენდა, ხოლო როდესაც ქრისტე გაყიდა, ღვთიური მადლი დაკარგა, სული კი ეშმაკებს მისცა, თავი დაიხრჩო. ასევე, სასულიერო პირი, რომელიც უარყოფს ქრისტეს ჭეშმარიტ რწმენას, კარგავს საღმრთო მადლს. ამიტომ, ის აღარ ითვლება კანონიერ მღვდელმსახურად.

lauantai 11. elokuuta 2007

„დიდგორის“ პასუხი გაზეთ „ასავალ-დასავალს“

ჩვენ ვთხოვეთ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს, რათა გამოექვეყნებინა ჩვენი პასუხი, მისი ჟურნალისტის ცილისმწამებლური ღვთისმგმობელობის პასუხად, ხოლო მან, „დემოკრატმა“ პასუხი მოგვცა, თავისი ერეტიკოსი ჟურნალისტის გიორგი მამაცაშვილის ღვთისმგმობელი პასუხით, რაზეც, პასუხს ვცემთ, კიდევ ერთხელ, შემდეგი წმიდა ღვთაებრივი განჩინებით:

„ყოველი, რომელი არ იქმს სიმართლეს, არ არის ღმრთისაგან, ამით შეიცნობიან შვილნი ღვთისანი და შვილნი ეშმაკისანი“ (I იოანე 3, 10)

ფრთხილად, ლაშა ნადარეიშვილო, და უფლის ჭეშმარიტების მოწინააღმდეგო, ყველა ქართველო, არ აღასრულოთ, უფლის შურისძიების შემდეგი სიტყვები თქვენზე: „თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ჩემს მცნებებს, თუ არად ჩააგდებთ ჩემს სამართალს და დამირღვევთ აღთქმას, მოგივლენთ შიშის ზარს, ჭლექსა და ცხროებას თვალის დამავსებელს და სულის შემაღონებელს. ფუჭი იქნება თქვენი დათესილი, რადგან მტრები შეგიჭამენ. პირს ვიზამ თქვენგან და დაუმარცხდებით თქვენს მტრებს. მეც წამოვალ თქვენს წინააღმდეგ და შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის“(ბიბლია)

ლინკი: პასუხი „ასავალ-დასავალს“

მღვდელი გიორგი სხილაძე

ამონარიდები მღვდ. გ. სხილაძის ქადაგებებიდან: ნარკვევიდან ,,საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა ,,გარდაქმნიდან“ ,,გარდაქმნამდე“ (1985-2003წწ..), პარიზი, 2004წ.:

„დაბოლოს, ვერა და ვერ ვუვლით გვერდს საკითხს, რომელიც როგორც შემოდგომის სიო, სულში ცრემლთა ტბას გვიმღვრევს და სიყვარულის, თანაგრძნობისა და სიბრალულის ნარევის განცდით, ერთდროულად ორივე მცნების აღსასრულებლად აღგვძრავს: ,,არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა“ და ,,ნუ თანა-ეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა, არამედ უფროისღა ამხილებდითცა!“. მოვიყვანთ ნაწყვეტს ერთი საუბრიდან: ,,50-იანი წლები იდგა. თეატრალური ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი გახლდით. იმხანად ძალიან გამიტაცა რელიგიამ. გადავწყვიტე, თეატრალური დამეტოვებინა და სასულიერო სემინარიაში წავსულიყავი. მაშინ ასეთი სასწავლებელი მხოლოდ სვეტიცხოველში იყო (...). აგვისტოში იწყებოდა მისაღები გამოცდები. მიმღებ კომისიაში სულ მამები ისხდნენ, მხოლოდ ერთი იყო სამოქალაქო ფორმით. მეცნო, ისიც დაჟინებით მიყურებდა. მიღება თითქმის მთავრდებოდა, მე კი არ მიძახებდნენ. მერე ის კაცი მოვიდა ჩემთან და მკითხა _ შენ თეატრალურიდან არა ხარ? მე „კაგებე-დან“* ვარ. იცი, აქ რატომ ვარ, ნუგზარ? თუ ვინმე მოაზროვნე და ჭკვიანი კაცი მოვა, არ უნდა მივაღებინო სემინარიაშიო“ (ნ. ჯუღელი, ,,კვირ. პალიტრა“, 28. 04. 03; იგივე დაადასტურა მან ჩვენთან პირად საუბარში). ამასთან მიმართებაში სიტყვასიტყვით მოგვყავს 1995წ. შემდგარი საქ. საეკლესიო კრების ხმოვანი ჩანაწერიდან პატრიარქ ილია მეორეს გამოსვლის ნაწყვეტი: ,,მე მინდა შევეხო ერთ, ძალიან მტკივნეულ საკითხს, რომელსაც, ასევე, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა მიაქციოს ყურადღება. გუშინ**, მსჯელობის დროს, კამა... კამათ... კი არა, მსჯელობის დროს ითქვა***, რომ არის შემთხვევები, როცა პრესაში იბეჭდება ამა თუ იმ პირზე, ამა თუ იმ ადამიანებზე იმის შესახებ, თითქოს ეს პირი იყო თანამშრომელი უშიშროებისა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საბჭოთა კავშირის ხელისუფლება არის უნიკალური ხელისუფლება; იყო, მადლობა ღმერთს, რომ იყო და აღარ არის. და თქვენ კარგად იცით, რომ ყოველ ადამიანზე, რომელსაც ოდნავ მაინც რაღაც თანამდებობის... თანამდებობა ეკავა, აუცილებლად შედგენილი იყო პირადი საქმე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ პიროვნებას, ასევე, არქმევდნენ ,,ფსევდონიმს“. იყო შემთხვევა, როცა უკავშირდებოდნენ იმას და ეუბნებოდნენ, რომ აი, შენზე გვაქვს ჩვენ ეს პირადი საქმე; იყო შემთხვევა, როცა ამას არც კი ეუბნებოდნენ და თითქმის ყველა თანამდებობის პირზე, განსაკუთრებით ჩვენს მეცნიერებზე, სახელმწიფო პირებზე, სასულიერო პირებზე იყო შედგენილი ასეთი პირადი საქმე...“ (დასკვნის გამოტანა გონიერი მკითხველისთვის მიგვინდია).
  1. ლინკი: http://www.mamuli.net/didgori/bpg/publication_view.asp?iabspos=1&vjob=vdocid,11550

  2. ლინკი: http://www.mamuli.net/didgori/bpg/publication_view.asp?iabspos=1&vjob=vdocid,11471

ბატონ ბესარიონ გუგუშვილის განცხადება

ვებ საით „დიდგორის“ სარედაქციო გუნდსა და გამომცემელს ბატონ იოსებ ღუდუშაურს

ვსარგებლობ მამული.ნეტ აგლომერაციის ადმინისტრატორის უფლებით - მინდა მოგაწოდოთ ჩემი აზრი ზოგიერთ ბოლოდროინდელ მოვლენაზე.

ბატონებო და ქალბატონებო, თქვენი ვებ საითის „დიდგორის“ სპეციფიური სარეკლამო კამპანია გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე, რისთვისაც საგანგებოდ გვყავდა „ანგაჟირებული“ ამ გაზეთი ერთ-ერთი სკანდალური მიმართულების დამწყები ჟურნალისტი - წამატებით მიმდინარეობს. უკვე მეორე ნომერია ზედიზედ ეს არსებითწილად ბულვარული, მაგრამ საკმაოდ პოპულარული გაზეთი აქვეყნებს საით „დიდგორზე“ სკანდალურ, ვითომც მამხილებელ და ვითომც განმაქიქებელ სატატიებს.
ასეთი დიდი და „ექსკლუზიური“ ყურადღება ამ გაზეთის ფურცლებზე ჯერ არც ერთ ქართულ ვებ საითს არ მიუპყრია - რაც თავის თავად არსებითი, მნიშვნელოვანი და მრავლისმეტყველია ...

ამრიგად - მთავარი მიზანი მიღწეულია! „ასვალ-დასავალის“ ათასობით მკითხველი ამ სტატიებით შეიტყობს, რომ მსოფლიო ვებში არსებობს ვებ საითი, რომელშიც თავმოყრილი და სისტემატიზებულია დიდძალი ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალა, მოწოდებული დაიცვას ზოგადად მართლმადიდებლური და კერძოდ ქართული მართმადიდებელი ეკლესია სხვადასხვა სახის გლობალისტური ზეგავლენისაგან.

რაც შეეხება თქვენს ვებ საითზე წარმოდგენილი მასალის შეფასებას - შემფასებელი და შეფასება იმდენი იქნება, რამდენიც მკითხველია. ზოგს მოეწონება და გულში ჩაწვდება, ზოგს - არ მოეწონება და აღაშფოთებს... ზოგიც ალბათ გულგრილი დარჩება...

გაზეთ „ასავალ-დასავალში“ საით „დიდგორზე“ გამოქვეყნებული ორი სტატიის გაცნობის შემდეგ საკმაოდ დეტალურად გავეცანი თქვენი საითის შინაარსსა და მასში გამოქვეყნებულ სტატიებსა და ფაქტობრივ მასალას და უნდა გითხრათ, რომ უნიკალური, დიდი და ფრიად საჭირო სამუშაო შეგისრულებიათ...

წარმატებების სურვილით,ბესარიონ გუგუშვილი2007 წლის 10 აგვისტო

„დიდგორის“ მთავარი საითის მისამართია:
http://www.mamuli.net/didgori

lauantai 4. elokuuta 2007

ინტერვიუ ზვიად გამსახურდიასთან დევნილობაში

კითხვა: - ბატონო პრეზიდენტო! თავისთავად გასაგებია ქართველი მორწმუნე საზოგადოების სურვილი (მით უმეტეს, ყოველივე მომხდარის შემდგომ), გაიგოს თავისი ეროვნულ-განმათავისუფლე-ბელი მოძრაობის თავკაცისა და პრეზიდენტის კომპეტენტური აზრი იმის თაობაზე, თუ ამჟამად მართლმორწმუნე მამულიშვილმა ღვთისა და ერისადმი სრულყოფილი მსახურებისთვის რა შეიძლება მოიფიქროს და მოიმოქმედოს.

პასუხი:- ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ქრისტიანული ეთიკისა და პრაქსისის საფუძველთა საფუძველია. რა იყო პირველ ქრისტიანთა ცხოვრება, თუ არა უღმერთობისა და უზნეობისადმი დაუმორჩილებლობა? ქრის-ტიანობამ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში, რამეთუ საღვთო წერილი გვასწავლის: "საჭურველად გარე მოგადგეს ჭეშმარიტებაი მისი", ხოლო სიმართლისათვის დევნა სახარების პირველი ნეტარებაა. ის, ვინც არ იბრძვის სიმართლი-სათვის და არ არის დევნილი, არც ქრისტიანია. ამასთან, ყოველი დროის ტირანები ცდილობ-დნენ გაყალბებას მოციქულთა სიბრძნისას ხელისუფლებისადმი დამორჩილების შესახებ. როგორც ცნობილია, მოციქულები მოგვიწო-დებდნენ ხელისუფლებისადმი დამორჩილებას, რამეთუ, მათი თქმით, ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა. მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ მოციქულთათვის სიტყვა "ხელისუფლება" ნიშ-ნავს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, კანონიერ ხელისუფლებას და არა უკანონო, ყაჩაღურ, უზურპატორულ ხელისუფლებას, რომელიც ეშმაკისაგან არის და არა ღვთისაგან.

რა შეიძლება მოიფიქროს და მოიმოქმედოს დღეს ჭეშმარიტად მართლმადიდებელმა და საკუთარი ერის მოყვარე ქრისტიანმა? მთავარ-ზე უმთავრესია, ბრძოლა ჭეშმარიტი ქრისტიანობის აღორძინებისათვის, რასაც მრავალ დაბრკოლებას უქმნის ჩვენს ქვეყანაში გაბატონებული ანტი-ქრისტე. ქრისტიანობა არა მხოლოდ ქადაგებით, არამედ საქმით, ბრძოლა სატანასთან, როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ პლანში. უაღრესად საჭიროა ნამდვილი მოძღვარნი, რომელთაც ძალუძთ არა მხოლოდ ლოცვა და ქადაგება, არამედ ეშმაკეულ ადამიანთა განკურნება, მათი სულიერად განწმენდა და გადარჩენა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეგზორციზმი ახასიათებდა არა მხოლოდ კათოლიკურ ეკლესიას, არამედ მართლმადიდებლურსაც. ამ თვალსაზრისით უნდა ამოქმედდეს ბასილი დიდის კურთხევანი, თუ, რასაკვირველია, ეკლესიაში შეხიზნულმა ანტი-ქრისტეს მსახურებმა ეს ტექსტები არ გაანად-გურეს. გვახსოვდეს, რომ ასურელი მამები, გრიგოლ ხანძთელი, გიორგი, ექვთიმე და იოანე მთაწმინდელები უდიდესი ეგზორცისტები იყვნენ, რაც ჩანს მათი ცხოვრებიდან; ასეთები იყვნენ, აგრეთვე, ჩვენს დიდ მღვდელმთავართა შორის უმეტესნი. მღვდელმთავრის ჩაცმულობაში ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტია "ენქერი", რომლის დანიშნულება დღეს მრავალმა სამღვდელო პირმაც აღარ იცის. ენქერი არის სულიერი მახვილი, რომლითაც მღვდელმთავარმა სულიერ პლანში უნდა განგმიროს ბოროტი არსებანი და დათრგუნოს ისინი ამ დედამიწაზე, დღეს კი, სამწუხაროდ, ჩვენ მღვდელმთავართა უმრავლესობა ამ ბოროტ არსებათა მონებად ქცეულან თავად! აი, რაზე უნდა დავცეთ განგაში უწინარეს ყოვლისა, აი, რას უნდა ვუშველოთ! სანამ ჭეშმარიტი რელიგია არ აღსდგება ჩვენში, ჩვენს ერს გადარჩენა არ უწერია.

კითხვა:- ისტორიულად მრავალგზის დადასტურებული ჭეშმარიტებაა, რომ ერის გადარჩენისა და აღორძინებისათვის, უპირველეს ყოვლისა, ჯერ ეკლესიის განწმენდაა საჭირო. მაგრამ, როგორც გვეჩვენება, ჯანსაღი რელიგიური წრეების მხრიდან ჯერჯერობით შედარებითი სიფრთხილე იგრძნობა რჯულის მოღალატე იერარქთა მხილების საქმეში, რაც გამოწვეულია სავსებით გასაგები და გასათვა-ლისწინებელი მიზეზებით. საქმე ის გახლავთ, რომ ფარისევლობაში დაბრძენებული მოწინააღმდეგე (თვით საპატრიარქოს მესვეურთა ხელშეწყობით) ცდილობს ცალკეული უჯერო სასულიერო პირისა და ეკლესიის გაიგივებას რელიგიაში გაუთვითცნობიერებელი საზოგადოების თვალში, რათა მათ ამით ერთის სიძულვილით მეორეც შეაჯავრონ, კაცობრივი ცოდვა ღვთაებრივ სიწმინდეს გადააბრალონ... როგორ უნდა მოხერხდეს, რომ მართლმადიდებლური მოძღვრების საფუძველზე უკეთურნი ბოლომდე ვამხილოთ და ამავე დროს საზოგადოება ჭეშმარიტი, მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არ დავაბრკოლოთ? ამისთვის მთელმა ეროვნულმა მოძრაობამ რა უნდა მოიმოქმედოს?

პასუხი: -მინდა შეგახსენოთ ქრისტიანული ღმრთის-მეტყველებისა და ჰაგიოგრაფიის უმნიშვნელო-ვანესი ტერმინი "მართლმხილება", რაც აგრე-თვე, ქრისტიანული პრაქსისის საფუძველთა საფუძველია. ჭეშმარიტების სამსახური მარტო მის აღიარებაში როდი გამოიხატება. ეს სამსახური, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს სიცრუისა და ბოროტების მხილებას. მაცხოვარი ჩვენი მართლმხილების გამო აცვეს ჯვარს, მართლმხილების ძალამ, ღვთის ძალამ აღა-დგინა იგი მკვდრეთით და ცად აღამაღლა. მწიგნობართა, ფარისეველთა და ცრუ მღვდელმთავართა მხილება იყო მისი ქადაგებების ძირითადი მიზანი. ხალხს უნდა განვუმარტოთ განსხვავება ეკლესიასა და ფიზიკურ ტაძარს შორის. ეკლესია სულიერი გაგებაა, ეკლესია სულიერად არსებობს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერასოდეს მოე-რევიან; ეკლესია მოძღვრებაა, ღვთის, ზეციურ არსებათა და წმინდანთა ერთობლიობაა. ეკლესია იდეაში არსებობს, ხოლო ტაძარი მატერიალურია და ამქვეყნად არსებობს. ყველა ტაძარიც რომ შემუსროს ბოროტმა ძალამ თავისი მსახურებითურთ, ეკლესიას მაინც ვერ გაანადგურებს. ანტიქრისტეს ძალუძს თავის გადაცმული მსტოვრები შეაგზავნოს ტაძარში, ეკლესიაში კი ვერ შეაგზავნის. "ეკლესიის ისტორიას შეიძლება ეწოდოს ჭეშმარიტების ისტორია", ამბობდა პასკალი. "ის დევნულებანი, რომელნიც დაატყდნენ თავს ეკლესიას, გვანან იმ ქარიშხლის მოქმედებას, რომელიც ებრძვის ჩაუძირავ გემს". აი, ეს ეკლესიაა დაფუძნებული "კლდესა ზედა", ხოლო კლდე - საღვთო ჭეშმარიტებაა, რაც უფრო მიემსგავსება ფიზიკური ტაძარი ეკლესიას, რაც უფრო მიუახლოვ-დება ამ იდეას, მით უფრო სრულ-ყოფილია იგი". ღვთის ტაძარში მოკალათებულ ანტი-ქრისტეს მსახურთა მხილება კი ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის უპირველესი მოვალეობაა. ამის გამო საუბრობენ ანტიქრისტეს მსახურნი მხოლოდ ტაძარზე (Templum). ეკლესიაზე კი არას ამბობენ, რამეთუ მათთვის მთავარია ნივთიერი და არა სულიერი. სულიერ ეკლესიას კი ებრძვიან აშკარად თუ ფარულად. ამიტომ არის მათი ღმერთი თხის რქებიანი და ჩლიქებიანი ბაფომეტი, ანდროგენული ურჩხული, რომელსაც თავზე ჩირაღდანი ადგას და რომელსაც ისინი უწოდებენ "Templum omnium hominum pacis abbat" ("ყოველთა კაცთა მშვიდობის ტაძრის მამა"). "თქვენ მამისა ეშმაკისანი ხართ" - ეუბნებოდა იესო ქრისტე ასეთ ადამიანებს. ჩვენთვის კი მამაა ღმერთი, ეკლესიის თავი და არა ცრუ ტაძრის კერპი. ამისთვისაა საჭირო ქრისტიანული განმანათლებლობა, რომელიც განუმარტავს ყოველივე ამას გაუთვითცნობიერებელ ხალხს. მიწიერი ეკლესია, ამქვეყნიური ადამიანებისაგან შემ-დგარი, უნდა ბაძავდეს ზეციურ ეკლესიას, მაგრამ, სამწუხაროდ, დღევანდელ საქარ-თველოში ასეთი რამ თითქმის აღარ არსებობს. მიწიერი ეკლესია დაპყრობილია უღმერთოთა ძალების მიერ. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს საქართველოში აღდგეს მთავარი ეკლესია.

"ცრუ მოციქულნი, მზაკვარნი ღებულობდნენ სახეს ქრისტეს მოციქულისას. ეს არც არის გასაკვირი, რამეთუ სატანაც ღებულობს ნათლის ანგელოსის სახეს... მაგრამ მათი აღსასრული საქმეთა მათთაებრ იქნება" - გვასწავლის პავლე მოციქული. მაცხოვარიც ტაძარში ამხელდა ქვაბავაზაკებს. ალბათ, გახსოვთ, თუ ვით აღლესა გრიგოლ ხანძთელმა "მახვილი მხილებისა", ხოლო, უფრო მოგვიანებით, დავით აღმაშენებელმა მთელი საეკლესიო კრება მიუძღვნა ასეთ მართლმხილებას. ამის გარეშე დღეს წარმოუდგენელია ჩვენი ერის განწმენდა და აღორძინება.

- რაც შეეხება საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიას, როგორც მსოფლიო მართლ-მადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ნაწილი, იგი კვლავ ღვთის მადლის მატარებლად რომ დარჩეს, ამისათვის საჭიროა „ტაძრის მსახურთა„ კეთილმსახურება, ე.ი. ჩვენ შემთხვევაში - ბოროტმსახურთაგან ტაძრის განწმენდა, რასაც მხოლოდ სრული საეკლესიო კრება ახორციელებს, მთელი მართლმადიდებელი ერის თანადგომითა და უშუალო მონაწილეობით.

-მართლმადიდებლობას მუდამ ახასიათებდა შემწყნარებლობა სხვა რწმენათა მიმართ. მართლმადიდებლობამ არ იცოდა ინკვიზიციის კოცონები, მართლმადიდებელი მღვდელ-მთავრები, იმპერატორები და მეფეები უფრო დარწმუნების გზას მიმართავდნენ. ანტიქრისტეს დღევანდელმა მძლავრობამ და საყოველთაო აპოსტასიამ (რაც ნაწინასწარმეტყვლებია საღვთო წერილში) მრავალი დააბნია და მოსწყვიტა ჭეშმარიტ რწმენას. სამწუხაროდ, მრავალი დადებითი პიროვნება, კარგი მამულიშვილი ან უღმერთოა, ან მცირედ მორწმუნე. ასეთებს უნდა შევაშველოთ ხელი დახმარებისა, ისინი არ უნდა შევიძულოთ, მოთმინებით უნდა ვიზრუნოთ მათი გადარჩენისათვის, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისათვის. გვახსოვდეს, რომ მაცხოვარიც და მოციქულებიც დიდი ტოლერან-ტობით გამოირჩეოდნენ. ისინი საბოლოოდ არ წირავდნენ არავის ღვთისა და სიკეთის აქტიური მტრების გარდა.

კითხვა:- დღევანდელი სულიერი სიდუხჭირის ჟამს შეძლებს თუ არა ერი, რომ მისმა ძირითადმა ბირთვმა ეკლესიური და ტრადიციული მართლმადიდებლური ცხოვრებით იცხოვროს, სახელმწიფო კი ამგვარი საზოგადოებრივი ყოფის დამცველი გახდეს, თან ისე, რომ არ შეიზღუდოს არამართლმორწმუნეთა ადამიანური უფლებები?

პასუხი:- გავიხსენოთ ქართველი ერის სიბრძნე: „სიბრძნე ებრძვის სიბრიყვეს უთოფოდ და უზარბაზნოდ“. ეს უაღრესად ქრისტიანული მიდგომაა. არამართლმორწმუნეებს იდეურად უნდა ვეკამათოთ, მათი ადამიანური უფლებების პატივისცემა ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს. რაჟდენ მოწამეს, ევსტათე მცხეთელსა და აბო თბილელს არავინ ახვევდა თავს ქრისტიანულ სარწმუნოებას, მაგრამ ისინი ქრისტეს მოწამეები გახდნენ. ამაში იყო ძალა ჩვენი სარწმუნოებისა. სხვანი კი ცეცხლით და მახვილით ავრცელებდნენ თავის სარწმუნოებას. თორმეტმა ჭეშმარიტმა მორწმუნემ თითქმის მთელი მსოფლიო მოაქცია თავის რწმენაზე. მაცხოვრის სიტყვებით რომ ვთქვათ, „უკეთუ გვექნება სარწმუნოება თუნდაც ქრთილის ოდენი, მთას რომ ვუბრძანოთ, აღიძრება და ზღვად შთაიფხვრება“. რწმენას სასწაულები ძალუძს.

"დიდგორის" რედაქცია იმედოვნებს, რომ ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები და ზოგადად ქართველი ერი კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდება საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის მიერ წარმოთქმულ შეგონებებს და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს მომავლისათვის!

www.mamuli.net/didgori