lauantai 11. elokuuta 2007

ბატონ ბესარიონ გუგუშვილის განცხადება

ვებ საით „დიდგორის“ სარედაქციო გუნდსა და გამომცემელს ბატონ იოსებ ღუდუშაურს

ვსარგებლობ მამული.ნეტ აგლომერაციის ადმინისტრატორის უფლებით - მინდა მოგაწოდოთ ჩემი აზრი ზოგიერთ ბოლოდროინდელ მოვლენაზე.

ბატონებო და ქალბატონებო, თქვენი ვებ საითის „დიდგორის“ სპეციფიური სარეკლამო კამპანია გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე, რისთვისაც საგანგებოდ გვყავდა „ანგაჟირებული“ ამ გაზეთი ერთ-ერთი სკანდალური მიმართულების დამწყები ჟურნალისტი - წამატებით მიმდინარეობს. უკვე მეორე ნომერია ზედიზედ ეს არსებითწილად ბულვარული, მაგრამ საკმაოდ პოპულარული გაზეთი აქვეყნებს საით „დიდგორზე“ სკანდალურ, ვითომც მამხილებელ და ვითომც განმაქიქებელ სატატიებს.
ასეთი დიდი და „ექსკლუზიური“ ყურადღება ამ გაზეთის ფურცლებზე ჯერ არც ერთ ქართულ ვებ საითს არ მიუპყრია - რაც თავის თავად არსებითი, მნიშვნელოვანი და მრავლისმეტყველია ...

ამრიგად - მთავარი მიზანი მიღწეულია! „ასვალ-დასავალის“ ათასობით მკითხველი ამ სტატიებით შეიტყობს, რომ მსოფლიო ვებში არსებობს ვებ საითი, რომელშიც თავმოყრილი და სისტემატიზებულია დიდძალი ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალა, მოწოდებული დაიცვას ზოგადად მართლმადიდებლური და კერძოდ ქართული მართმადიდებელი ეკლესია სხვადასხვა სახის გლობალისტური ზეგავლენისაგან.

რაც შეეხება თქვენს ვებ საითზე წარმოდგენილი მასალის შეფასებას - შემფასებელი და შეფასება იმდენი იქნება, რამდენიც მკითხველია. ზოგს მოეწონება და გულში ჩაწვდება, ზოგს - არ მოეწონება და აღაშფოთებს... ზოგიც ალბათ გულგრილი დარჩება...

გაზეთ „ასავალ-დასავალში“ საით „დიდგორზე“ გამოქვეყნებული ორი სტატიის გაცნობის შემდეგ საკმაოდ დეტალურად გავეცანი თქვენი საითის შინაარსსა და მასში გამოქვეყნებულ სტატიებსა და ფაქტობრივ მასალას და უნდა გითხრათ, რომ უნიკალური, დიდი და ფრიად საჭირო სამუშაო შეგისრულებიათ...

წარმატებების სურვილით,ბესარიონ გუგუშვილი2007 წლის 10 აგვისტო

„დიდგორის“ მთავარი საითის მისამართია:
http://www.mamuli.net/didgori

Ei kommentteja: