torstai 2. elokuuta 2007

იძებნება იოსებ ღუდუშაური

გაზეთი „ასავალ-დასავალი“ -1997 წლის 14-20 ოქტომბერი N 42 (166)
იძებნება საქართველოს სსკ 206-ე და 187-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის

ზვიად გამსახურდიას „გაქცეული ხელისუფლების“ პრეფექტის, იოსებ ღუდუშაურის ძებნა „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე, რომელიც პუტჩისტური ეპოქის პირმშო გაზეთმა მასთან აღებულ ინტერვიუში შეგნებულად დამალა, ანუ მოაჭრა ის ნაწილი სადაც „ასავალ-დასავალი“ ეწერა. ასე ქმნიდა „ასავალ-დასავალი“ 1992 წლის მარტიდან მოყოლებული, თავისი ზეპარტიულობის მითს. ძებნის უწყებები „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე ფურცლებზე უხვად ქვეყნდებოდა.

გაეცანით ამონარიდს ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ შეთითხნილი საქმიდან, რომელიც ცილისწამების გაუგონარ მასშტაბებს აღწევს

1992 წლის 15 იანვარს, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, რ. გილიგაშვილის მიერ სანქცირებული იქნა ბრალდებულ ზვიად გამსახურდიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - დაპატიმრების შეფარდების დადგენილება და გამოცხადდა ძებნა. ტ. 1, ს.ფ. 33-35, 36-37, 40-41 ზემოთ ხსენებულ დანაშაულში ზვიად გამსახურდიას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემამდე, 1991 წლის 2 სექტემბერს, ქ. თბილისის პროკურატურაში აღიძრა # 1091816 სისხლის სამართლის საქმე 1960 წლის რედაქციის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 206- ე მუხლითა და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში. საქმის აღძვრის საბაბი და საფუძველი შეიქმნა ხსენებულ დღეს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, კინოს სახლის წინ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ ჩატარებულ მიტინგში მონაწილე პირთა მიერ ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი დაუმორჩილებობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1991 წლის 14 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ ზვიად გამსახურდია არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად. მან გადაამეტა ხელისუფლებას, განზრახ, კანონით მინიჭებული უფლებებისა და რწმუნებების ფარგლებს გადაცილებით, ერთპიროვნულად, 1991 წლის 15 აპრილს გამოსცა უკანონო ბრძანებულება საყოველთაო ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის, სატრანსპორტო საშუალებების და საკავშირო დაქვემდებარების საწარმოების გაფიცვის შესახებ; დაავალდებულა სამინისტროები, უწყებები და ადმინისტრაციული ორგანოები შეეწყოთ ხელი საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობისათვის, რამაც რესპუბლიკაში სარკინიგზო ტრანსპორტის, მსხვილი საწარმოების მუშაობის შეწყვეტა და პარალიზება განაპირობა, რითაც არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფო ინტერესებს მძიმე შედეგებით - რესპუბლიკამ წმინდა ფულადი გამოხატულებით 400 მილიონი მანეთის ზარალი განიცადა.
ამ ქმედებებით ზ. გამსახურდიამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ლინკი: იხილეთ პუტჩისტური ხელისუფლების მიერ ზვიად გამსახურდის მიმართ შეთითხნილი ბრალდებების ვრცელი ნუსხა

პასუხი „ასავალ-დასავალს“

პასუხი „ასავალ-დასავალს“
ანტიქრისტე ამერიკიდან გამეფდება (ნეტარი პელაგია რიაზანელი)
„დაე, თუნდ მთელი მსოფლიო ეზიარებოდეს ჭეშმარიტებისაგან განდგომილ პატრიარქთან ერთად, მე მაინც უკუნისამდე არ ვეზიარები მასთან ერთად; თუნდაც, სრულიად მარტო დავრჩე!“ (წმიდა მაქსიმე აღმსარებელი).
მიუხედავად ცილისმწამებლობითა და ბილწსიტყვაობით ჩვენი უსამართლო განკითხვისა, მაინც გვსურს, რომ ერეტიკოს პატრიარქთან დაკავშირებით შემაგონებელი წერილით მივმართოთ გაზეთ „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილს და ასევე, მეორე ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს: ბატონებო, მოგმართავთ წმიდა პავლე მოციქულის ამ სწავლებით: „ამიტომ, ჩემო საყვარელნო, განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას. რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკს სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, ეშმაკთა ზიარნი იყოთ. არ შეგიძლიათ, სვათ უფლის სასმისი და ეშმაკის სასმისი; არ შეგიძლიათ, უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკის სუფრასაც. თუ, ვბედავთ უფლის განრისხებას? განა, მასზე ძლიერები ვართ?“ (I კორ. 10: 14,22).
თქვენგან ქებული პატრიარქი, ბატონებო, ეშმაკს სწირავს და არა ღმერთს! ხოლო რას ნიშნავს „ეშმაკს სწირავს და არ ღმერთს“? ამაზე რომ პასუხი გაიგოთ, თქვენი ამპარტავანი გონება მორჩილი უნდა გახადოთ უფლის კანონმდებლობისა, სულიწმიდით შთაგონებულ წმიდა მამათა სამართლებრივი განჩინებები გულისხმა უნდა ჰყოთ, უნდა შეისწავლოთ უფლის სამართალი და შესაბამისობაში მოიყვანოთ თქვენგან „უწმიდესად“ დასახელებული პატრიარქის საქმეებთან. და მაშინ, თუკი ისურვებთ, გამოიტანთ კიდეც მიუკერძოებელ დასკვნას, რომ უფლის კანონთა კოდექსის ანუ მართლმადიდებლობის წინააღმდეგია თქვენი პატრიარქი, რითაც ეშმაკს „სწირავს“ თავის მსახურებას.
პატრიარქისტებო, მეტი როგორ დაგიმტკიცოთ თქვენმა „უწმიდესმა" შევარდნაძე-სააკაშვილ-ბოკერიას, პაპისტურ მწვალებლობას და ყველა ბოროტებას ფეხქვეშ რომ ეგება
ხოლო თქვენ კი რწმენის საკითხების უცოდინრობითა და საეკლესიო სამართლის სრული უმეცრებით გმობთ იმას, რაც არ გაგეგებათ; თავსაც იტყუებთ და თქვენი ცრურწმენითი ჟურნალისტური მსახურებით აბრუებთ ხალხს და ეშმაკის თაყვანისცემას აჩვევთ, რადგან თუ ნათქვამია, „ხე შეძახილით გახმაო“, პირიქითაც ხდება -- იმდენს უძახით უწმინდურს წმიდას, რომ ხალხმაც თითქმის დაიჯერა თქვენი წყალობით ეს ყველაფერი; ამით კი გამოდის, რომ ეშმაკს თავისი მიზნებისთვის იარაღად უპყრიხართ (და არა მხოლოდ თქვენ, არამედ მთელი ქართული ტელე თუ ბეჭვდითი მედია: ტელე-კომპანიები „იმედი“, „მზე“, „რუსთავი-2“, ქართული ჟურნალ-გაზეთები).

„დიდგორის“ მართლმადიდებლობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი წულაძე

ბლოგის მიზანი

ქართულენოვანი საითები „დიდგორი“ და „დიდგორის ველი“ წარმოადგენენ დასავლეთ ევროპის ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ელექტრონულ გამოცემებს.

ქართულენოვანი საითი „დიდგორი“ შექმნილია საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლების და მხარდამჭერთა მიერ. 1991-1992 წ. მიჯნაზე, შინაგანი და გარეგანი ანტიეროვნული ძალების მიერ საქართველოში განხორციელდა კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი განდევნა ანუ სამხედრო „პუტჩი“, რომლის შედეგადაც შეჩერდა კონსტიტუცია და ფუნქციონიება შეყვიტა სახელმწიფოებრივი მართვის აბსოლიტურად ყველა ინსტიტუტმა პრეზიდენტიდან დაწყებული და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების ჩათვლით დამთავრებული. სისხლიანი „პუტჩის“ ორგანიზატორთა მიერ წარმოებული პოლიტიკური რეპრესიების და დევნის გამო, კანონიერების აღდგენისათვის ბრძოლაში გმირულად დაეცა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და ასობით ჩვენი თანამემამულე, ათასობით ადამიანი იძულებულ-იქნა დაეტოვებინა სამშობლო.

„დიდგორი“ წარმოადგენს საქართველოში კანონინიერების აღდგენა-დამკვიდრებისთვის ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებას. მისი მიზანია გააცნოს საქართველოსა თუ საზღვარგარეთ მცხოვრებ მამულიშვილებს ჩვენს ქვეყანაში კანონიერების აღდგენის პერსპექტივები და იღვაწოს მისი განხორციელებისათვის. ვინადან საქართველოში კანონიერებს აღდგენა ორგანულადა ერწყმის ერში ჭეშმარიტი რწმენის აღდგენას, „დიდგორის“ რედაქცია იღვაწებს სექტანტური ძალების მხრიდან მართლმადიდებლობაზე წარმოებული აგრესიის მოსაგერიელებლად. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა იმ ადამიანთან, ვისთვისაც ძვირფასია ისტორიული სამართლიანობისა და ჭეშმარიტი თავისუფლების პრინციპები.