torstai 2. elokuuta 2007

პასუხი „ასავალ-დასავალს“

პასუხი „ასავალ-დასავალს“
ანტიქრისტე ამერიკიდან გამეფდება (ნეტარი პელაგია რიაზანელი)
„დაე, თუნდ მთელი მსოფლიო ეზიარებოდეს ჭეშმარიტებისაგან განდგომილ პატრიარქთან ერთად, მე მაინც უკუნისამდე არ ვეზიარები მასთან ერთად; თუნდაც, სრულიად მარტო დავრჩე!“ (წმიდა მაქსიმე აღმსარებელი).
მიუხედავად ცილისმწამებლობითა და ბილწსიტყვაობით ჩვენი უსამართლო განკითხვისა, მაინც გვსურს, რომ ერეტიკოს პატრიარქთან დაკავშირებით შემაგონებელი წერილით მივმართოთ გაზეთ „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილს და ასევე, მეორე ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს: ბატონებო, მოგმართავთ წმიდა პავლე მოციქულის ამ სწავლებით: „ამიტომ, ჩემო საყვარელნო, განერიდეთ კერპთაყვანისმცემლობას. რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკს სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, ეშმაკთა ზიარნი იყოთ. არ შეგიძლიათ, სვათ უფლის სასმისი და ეშმაკის სასმისი; არ შეგიძლიათ, უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკის სუფრასაც. თუ, ვბედავთ უფლის განრისხებას? განა, მასზე ძლიერები ვართ?“ (I კორ. 10: 14,22).
თქვენგან ქებული პატრიარქი, ბატონებო, ეშმაკს სწირავს და არა ღმერთს! ხოლო რას ნიშნავს „ეშმაკს სწირავს და არ ღმერთს“? ამაზე რომ პასუხი გაიგოთ, თქვენი ამპარტავანი გონება მორჩილი უნდა გახადოთ უფლის კანონმდებლობისა, სულიწმიდით შთაგონებულ წმიდა მამათა სამართლებრივი განჩინებები გულისხმა უნდა ჰყოთ, უნდა შეისწავლოთ უფლის სამართალი და შესაბამისობაში მოიყვანოთ თქვენგან „უწმიდესად“ დასახელებული პატრიარქის საქმეებთან. და მაშინ, თუკი ისურვებთ, გამოიტანთ კიდეც მიუკერძოებელ დასკვნას, რომ უფლის კანონთა კოდექსის ანუ მართლმადიდებლობის წინააღმდეგია თქვენი პატრიარქი, რითაც ეშმაკს „სწირავს“ თავის მსახურებას.
პატრიარქისტებო, მეტი როგორ დაგიმტკიცოთ თქვენმა „უწმიდესმა" შევარდნაძე-სააკაშვილ-ბოკერიას, პაპისტურ მწვალებლობას და ყველა ბოროტებას ფეხქვეშ რომ ეგება
ხოლო თქვენ კი რწმენის საკითხების უცოდინრობითა და საეკლესიო სამართლის სრული უმეცრებით გმობთ იმას, რაც არ გაგეგებათ; თავსაც იტყუებთ და თქვენი ცრურწმენითი ჟურნალისტური მსახურებით აბრუებთ ხალხს და ეშმაკის თაყვანისცემას აჩვევთ, რადგან თუ ნათქვამია, „ხე შეძახილით გახმაო“, პირიქითაც ხდება -- იმდენს უძახით უწმინდურს წმიდას, რომ ხალხმაც თითქმის დაიჯერა თქვენი წყალობით ეს ყველაფერი; ამით კი გამოდის, რომ ეშმაკს თავისი მიზნებისთვის იარაღად უპყრიხართ (და არა მხოლოდ თქვენ, არამედ მთელი ქართული ტელე თუ ბეჭვდითი მედია: ტელე-კომპანიები „იმედი“, „მზე“, „რუსთავი-2“, ქართული ჟურნალ-გაზეთები).

„დიდგორის“ მართლმადიდებლობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი წულაძე

1 kommentti:

დიდგორის ველი kirjoitti...

პირველი კომენტარი